ჩაგა
ნაყოფსხეული
- ვითარდება
ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე ამობურცული ამონაზარდის სახით გახევებული სხეული, რომლის ზედაპირი უსწორმასწოროდაა
დახეტქილი,
შავია, ადგილ-ადგილ მუქ-მურაა. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანართებით. სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება არყის ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ნაყოფსხეული ბრტყელია და ხანგრძლივად დაფარულია არყის ქერქით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქდება.
იზრდება
მხოლოდ ხნიერ არყის ხეებზე, მრავალწლიანია.
გამოყენება
- ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გარკვეული ტექნოლოგიითა და დოზით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.
|