სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ჩიბუხა (ბეკასი)
|

ჩიბუხა (ბეკასი)
ჩიბუხა (ბეკასი) გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭაობიდან ჩიგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში. აქ მამლები სატიჩტაო ფრენას იწყებენ, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიჩტაობის დროს მისი ნახვა მთელი დღის მანძილზე შეიძლება. ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკვას 21 დღე სჭირდება. ბარტყების გამოზრდაში მამალი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს და ტიჩტაობის დამთავრების შემდეგ მალე შორდება დედას. ჩიბუხას საკვებია ჭიები, მწერები, მათი კვერცხები და ნაწილობრივ მცენარეთა კვირტებიც. საინტერესოა ჩიბუხას მიერ ნიადაგიდან საკვების მოპოვების ხერხი, იგი თავის ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში და ნისკარტის წვერზე არსებულ მეტად შემგრძნობი ნერვიული დაბოლოების დახმარებით ადვილად გრძნობს მიწაში მყოფ ცოცხალ არსებას (ჭიაყელას, მატლსა და სხვა), რომელიც ნისკარტით ამოაქვს ნიადაგიდან. ჩიბუხას მოსაპოვებლად საჭიროა 10-11-12 ნომერი საფანტი.
|
კატეგორია: ფრინველები |
ნანახია: 3083 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|