დედალი ჩიჩხინაკი
მამალი ჩიჩხინაკი
ჩიჩხინაკი
ჩიჩხინაკი გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდ ირანში, ჩ.-დ. აფრიკაში, ეგვიპტეში.
საქართველოში ჩიჩხინაკი მოიპოვება მრავალ ადგილას როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ – მდე.
ბინადრობს ტყეებში, მეტწილად ზედა სარტყელში, ზოგჯერ სუბალპურ ველებზე, ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კლდის ნაპრალში, ან წინწამოწვდილი ლოდის ქვეშ, ზოგჯერ ბუჩქზეც, მაგრამ მიწის ზედაპირს დიდი მანძილით არ სცილდება. დებს 4 – 5 კვერცხს. საკვებს შეადგენენ მწერები, მცენარეთა ნაყოფები.
ცნობილია ჩიჩხინაკის რიგი ქვესახეები, რომელთაგან საქართველოში გვხდება კავკასიური ჩიჩხინაკი – Turdus torquatus amicorum.
წყარო: monadire.com
|