სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ჩვეულებრივი ძილგუდა
15:12 ჩვეულებრივი ძილგუდა |
ჩვეულებრივი ძილგუდა
ჩვეულებრივი ძილგუდა, ძიგლუდების ყველაზე დიდი წარმომადგენელია (40 სმ კუდით). გარეგნულად ძილგუდა ციყვს ჰგავს, მაგრამ უფრო პატარაა. ბეწვი ნაცრისფერია, მუცელზე და მკერდზე თეთრია. წინა და უკანა თათები უბეწვოა. ძალიან ფუმფულა კუდი. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს შერეულ, ფოთლოვან და წიწოვან ტყეებში. აქტიურები არიან ღამით, დღეს კი ფუღუროში ატარებენ. ხოლმე იშენებენ ბუდეს ხეების ფესვებთან. იძინებენ სექტემბერ-ნოემბერში, იღვიძებიან კი მხოლოდ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში. გაღვიძებიდან 10-12 დღეში იწყებენ გამრავლებას. ამ დროს მამლები უცნაურ ხმებს გამოსცემენ. ორსულობა 20-25 დღე გრძელდება, რის შემდეგ დედალი 1-10 ნაშიერს აჩენს. რაც შეეხება კვებას, ძირითადად არიან ვეგეტარიანელები. რაციონში შედის კაკალი, კენკრი, რკო, თუმცა ხოლმე მწერებსაც ჭამენ. მტრები თითქმის არ ჰყავთ. პირველ რიგში ბუ. ბუნებაში ჩვეულებრივი ძილგუდების მაქსიმალური ასაკი 4,5 წელს აღწევს.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 3148 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|