სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » დალის მთა სამონადირეო მეურნეობა
16:18 დალის მთა სამონადირეო მეურნეობა |
დალის მთები დალის წყალსაცავი
დალის მთა სამონადირეო მეურნეობა
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა" მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროდან 26 კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, დალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორია მდიდარია, როგორც სანადირო ასევე არასანადირო სახეობებით. აქ გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები, ას ოცდათორმეტი სახეობა. "დალის მთის" ტერიტორიაზე გავრცელებული სანადირო სახეობებიდან აღსანიშნავია: ძუძუმწოვრები: ენოტი, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, გარეული ღორი, ტურა, მელა, მგელი, კურდღელი. ფრინველები: კაკაბი, ხოხობი, რუხი ბატი, თეთრშუბლა იხვი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, კუდსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ჩიბუხელა, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ქედანი, გულიომ ჩვეულებრივი გვრიტი. სამონადირეო მეურნეობა `დალის მთა~ მდებარეობს დალის წყალსაცავის სანაპიროზე, რომელშიც ყოველწლიურად 100 000-ობით ლიფსიტას უშვებენ. თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია, ლოქო, ამ სახეობებზე თევზაობენ ამ წყალსაცავზე. აქამდე დაუჭერიათ დალის წყალსაცავში დიდი ზომის თევზები: თეთრი ამური 6 კგ, ჭანარი 9 კგ, ლოქო 17 კგ. გოჭა 20,5 კგ.
|
კატეგორია: სანადირო ადგილები |
ნანახია: 2785 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 2.0/1 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|