ხუთშაბათი, 18.04.2024, 04:56მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » დედოფალა (სინდიოფალა)
15:15
დედოფალა (სინდიოფალა)

დედოფალა (სინდიოფალა)


დედოფალა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. საქართველში გვხვდება დედოფალას ორი ქვესახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა. 
სხეული წაგრძელებულია და მოქნილი, სხეულის სიგრძე 13 -28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა 50-100გრ. საქართველოს ტერიტორიაზე ბეწვის შეფერილობა ზამთარში არ იცვლება, ზურგის მხარეზე ის ყოველთვის მოყავისფრო-რუხია, მუცელზე თეთრია ან მოყვითალო. ჩრდილოეთზე შეფერილობა ზამთრობით თეთრია.
გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო აფრიკა, აზიის უმეტესი ნაწილი, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ადგილსამყოფელი მრავალგვარია: ველები, ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები, ახოები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში.ზოგჯერ სახლდება სოფლებში და ქალაქის გარეუბნებში სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხეების ფესვების ქვეშ. იკვებება ძირითადად თაგვისებრთა მღრღნელებით, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის ბიმადრობის ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირას ღამით. მდედრი შობს მაის -ივნისში 4-7 , უფრო იშვიათად 8-9 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს.
ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც დედოფალას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი განადგურებით. ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 6289 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 Მედიკო  
0
Როგორ შეიძლება სინდიოფალას სახლიდან გაძევება

3 ნათია  
0
თრითინა კბენის დროს შხამს იყენებს მსხვერპლის მოსაკლავად?

2 nika  
0
aiRe Tofi Cade 3 nomeri safanti da esrole avtomaturad gaZevdeba saxlidan

1 zura  
0
როგორ შეიძლება სინდიოფალას სახლიდან გაძევება?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი