დიდი ბატისანი
დიდი
ბატისანი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიაში (არაა ტუნდრასა და ტროპიკულ ნაწილში), ჩრდ. ამერიკაში, გარდა ჩრდილო ნაწილისა.
საქართველოს
ფარგლებში
დიდი ატისანი მოიპოვება თითქმის ყველგან, როგორც მოზამთრე ფრინველი. მეტი რაოდენობით გვხდება მიმოფრენისას.
დიდი
ბატისანი ბინადრობს ტბებისა და მდინარეთა სანაპიროზე. არჩევს ისეთ ადგილებს, რომლებიც არაა დაფარული მაღალი და ხშირი მცენარეულობით. ზღვის სანაპიროებზე გვხდება იშვიათად. ბუდეს მეტწილად იკეთებს ხის ფუღუროში, ზოგჯერ კი კლდეთა ნაპრალებში, მიწაზე, ბუჩქის ძირას. მაისში დებს 8 – 13 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 32 დღემდე. საკვებს შეადგენენ თევზები, მწერები და მათი მატლები, რბილსხეულიანები.
დიდ
ბატისანს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
ცნობილია
დიდი ბატისანის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი ბატისანი –
Mergus merganser merganser.
წყარო:
monadire.com
|