დიდი მურტალა
დიდი
მურტალა, რომელიც ცნობილია ქოჩორა მურტალას სახელითაც, მოიპოვება ევროპაში, აზიის უმეტეს ნაწილში, ჩ.–დ. აფრიკაში, სამხ. აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), ავსტრალიის მეტნაწილში, ახალ ზელანდიაზე.
საქართველოს
ფარგლებში
დიდი მურტალა გვხდება მოზამთრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ –მდე.
დიდი
მურტალა ბინადრობს ტბებისა და ზღვების მიდამოებში. ბუდეს იკეთებს წყალსატევის სანაპიროზე. აპრილის დამლევს დებს 3 – 7 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საკვებს შეადგენენ თევზები, რომელთაც ადვილად იჭერს წყალში ყვინთვით, ბაყაყები, მწერები, კიბოსნაირები, რბილსხეულიანები,
ჭიები, ზოგჯერ მცენარეულობა.
ცნობილია
დიდი მურტალას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი მურტალა –
Colymbus cristatus cristatus.
წყარო:
monadire.com
|