ძაღლის ფიზოლოგიური განვითარების თავისებურებები
ძაღლების(ძუს) სქესობრივი და ფიზიოლოგიური სიმწიფე
ძუს
სქესობრივი
სიმწიფე ხასიათდება ახურების პირველი პერიოდის დადგომით. ამ დროისთვის იწყება საკვერცხეების ფუნქციონირება: მათში პერიოდულად ვითარდება ფოლიკულები, მწიფდება კვერცხუჯრედები.
მდედრი იძენს განაყოფიერების უნარს. სქესობრივი სიმწიფის დადგომის ვადა დამოკიდებულია ჯიშის ინდივიდუალურ თავისებურებებზე,
შენახვის პირობებზე და კვებაზე.
პირველი
ახურება საშუალოდ დგება 8-10 თვის ასაკში. თუმცა მცირე ზომის ძაღლებში შესაძლებელია ეს მოხდეს 6 თვის ასაკში, დიდი ზომის ძაღლებში 12-14 თვის ასაკში. აღსანიშნავია, რომ სქესობრივი და ფიზიოლოგიური სიმწიფის ასაკი ძაღლებში ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ დართვა(განაყოფიერება) რეკომენდირებულია
არაუადრეს
1,5-2 წლის
ასაკში. ე.ი. ფიზიოლოგიური მომწიფების შემდეგ. ვინაიდან, პირველი ახურების პერიოდისთვის არ არის დასრულებული ორგანიზმის ფიზიოლოგიური მომწიფება, ამიტომ ნაადრევ დართვას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმის ნორმალურ ფორმირებაზე, აგრეთვე შთამომავლობაზეც.
სქესობრივი
ციკლი - იგულისხმება სქესობრივი სისიტემის ის ცვლილებები, რომლებიც ახასიათებს ძუს ერთი ოვულაციიდან მეორემდე(პირველი ახურების დაწყებიდან მეორემდე).
სქესობრივი
ციკლის ხანგრძლივობა ძუების უმრავლესობაში
5-8 თვეა,
თუმცა არსებობს ჯიშობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები.
4 დან 13 თვემდე. სქესობრივი ციკლი იყოფა 4 სტადიად ანუ ფაზად: პროესტრუსი, ესტრუსი, მეტესტსუსი და ანესტრუსი.
ახურების
ცნებაში ძირითადად გულისხმობენ პირველ 2 ფაზას: პროესტრუსს და ესტრუსს.
პროესტრუსი
(განაყოფიერებისთვის
მოსამზადებელი
პერიოდი)
- საშუალოდ
9(3-დან
16-მდე) დღე გრძელდება. ამ დროს ხდება დამახასიათებელი
ცვლილებები
საკვერცხეებში,
სასქესო ორგანოებში და ქცევაში, თუმცა ან დროს არ ხდება დართვა.
ესტრუსი
(საკუთრივ
მზადყოფნა
განაყოფიერებისათვის)
- საშუალოდ
6 (3-12) დღე
გრძელდება.
ამ პერიოდში ხდება დართვა. უმრავლეს შემთხვევაში ძუს განაყოფიერებისათვის
საკმარისია
ერთჯერადი
დართვა ნებისმიერ პირველ 3-4 დღეს. განმეორებითი დართვა 1-2 დღის შემდეგ ზრდის განაყოფიერების ალბათობას და ნაყოფის სიმრავლეს.
მეტესტრუსი
- ეს არის ფაზა, როდესაც იქმნება ხელსაყრელი პირობები ნაყოფის განვითარებისათვის
და ქრება პირველი 2 ფაზისთვის დამახასიათებელი
ყველა ნიშანი. ამ სტადიის ხანგრძლივობა
60-90 დღეა
და მთავრდება შობადობით.
ანესტრუსი
- სქესობრივი
სიმშვიდის
პერიოდია.
ამ სტადიის ხანგრძლივობა
3-6 თვე გრძელდება.
რუბრიკას
უძრვება -
ექიმი-ვეტერინარი პაატა ჩხეიძე.
წყარო:
hunters.ge
|