ძერანა
ქუდი-5-60
სმ, იზრდებაერტეულებად
ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ-თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით.
ფეხი
მოკლეა
1-3 სმ, ჩVეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი,
სქელი და მკვირივი.
რბილობი
- თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური.
სპორები
10-14X4-5 მკმ.
წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი.
იზრდება
მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება.
გამოყენება-საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.
|