ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:17მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ეპილეფსია ცხოველებში
21:01
ეპილეფსია ცხოველებში

ეპილეფსია ცხოველებში


ეპილეფსია – ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით და მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპილეფსიის განვითარებაში გარკვეულ როლს ასულებს წინასწარგანწყობა და ტვინის ორგანული დაზიანება ( განვითარების დარღვევა, ასფიქსია, მექანიკური დაზიანებები მშობიარობის დროს, ინფექციები, ტვინის ტრავმა და სხვ.) ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ეპილეფსიის დაყოფა – ,,გენუინურ” (მემკვიდრეობით განპირობებულ) და ,,სიმპტომურ” (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგი) ეპილეფსიებად. ეპილეფსური გულყრა განპირობებულია ნეირონული განმუხტვების გავრცელებით ეპილეფსური აქტიურობის კერიდან მთლიანად ტვინზე (გენერალიზებული გულყრა) ან მის ნაწილზე (პარციალური გულყრა). ეპილეფსიური კერა შესაძლებელია წარმოიქმნას ხანმოკლე პერიოდით ტვინის მწვავე დაავადებების დროს, მაგალითად ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების, მენინგიტების დროს, რასაც თან ახლავს ე. წ. შემთხვევითი ეპილეფსიური გულყრები. ტვინის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს (სიმსივნეები, პარაზიტული დაავადებები და სხვ.) ეპილეფსური კერა შედარებით მყარია და იწვევს განმეორებითი გულყრების გაჩენას (ეპილეფსური სინდრომი). პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია სტრუქტურების ფუნქციონალური აქტიურობის შესუსტება, რომლებიც ახდენენ ანტიეპილეფსურ გავლენას (ტვინის ხიდის რეტიკულური ბირთვი, კუდიანი ბირთვი, ნათხემი და სხვ.), რაც იწვევს ეპილეფსური აგზნების პერიოდულ ,,გარღვევას”, ანუ ეპილეფსურ გულყრას..

სიმპტომები, მიმდინარეობა. გენერალიზებული გულყრები მიმდინარეობენ გონების დაკარგვით, ვეგეტატიური სიმპტომებით (, ტაქიკარდია და სხვ.), რიგ შემთხვევებში კრუნჩხვებით. კრუნჩხვითი გენერალიზებული გულყრა ვლინდება ზოგადი ტონურ-კლონური კრუნჩხვებით (დიდი გულყრა, grand mal), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ კლონური ან მხოლოდ ტონური კრუნჩხვების წარმოქმნა. გულყრის პერიოდში ძაღლი ეცემა და ზოგჯერ ღებულობს მნიშვნელოვან დაზიანებებს, ხშირად აღენიშნება ენის მოკვნეტა, უნებლიე მოშარდვა. გულყრა მთავრდება ე. წ. ეპილეფსური კომით, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ასევე ეპილეფსიური აგზნება გონების დაბინდვით. კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე გენერალიზებული გულყრა (მცირე გულყრა, petit mal, ანუ აბსანსი) ხასიათდება გონების გამოთიშვით და ვეგეტატიური დარღვევებით (მარტივი აბსანსი) ან ამ სიმპტომების შერწყმით მსუბუქ, უნებლიე მოძრაობებთან (რთული აბსანსი). იშვიათად გულყრის პერიოდში ხდება პოსტურალური ტონუსის დაკარგვა და ძაღლი ეცემა (ატონიური აბსანსი). პარციალური ეპილეფსიური გულყრის დროს სიმპტომატიკა შესაძლებელია იყოს ელემენტარული, მაგალითად, კეროვანი კლონური კრუნჩხვები – ჯექსონის გულყრა, თავისა და თვალების გვერდზე მიბრუნება – ადვერსიული გულყრა და სხვ., ან რთული – ფსიქომოტორული გულყრა – ავტომატიზმი, ფსიქოსენსორული გულყრა – აღქმის რთული დარღვევები. უკანასკნელ შემთხვევებში ადგილი აქვს ჰალუცინაციურ ფენომენს, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მოვლენებს – ,,უკვე ნანახის”, ,,არასოდეს ნანახის”, მდგომარეობებს, გარე სამყაროს, საკუთარი სხეულის გაუცხოების შეგრძნებსა და სხვ. ნებისმიერი პარციალური გულყრა შესაძლებელია გადავიდეს გენერალიზებულში (მეორადად გენერალიზებული გულყრა). მეორადად გენერალიზებულ გულყრას მიეკუთვნება ასევე გულყრები, რომლებსაც წინ უძღვით აურა – მოტორული, სენსორული, ვეგეტატიური ან ფსიქიკური ფენომენები, რომლებიდანაც იწყება გულყრა . ეპილეფსიის მიმდინარეობა მნიშვნელოვანი ხარისხით დამოკიდებულია მის ფორმაზე. მაგალითად, არსებობს ეპილეფსიის აბსოლუტურად ხელსაყრელი (როლანდის ეპილეფსია, პიკნოეპილეფსია) და არახელსაყრელი ფორმები. ეპილეფსიის მიმდინარეობა მკურნალობის გარეშე უმრავლეს შემთხვევაში პროგრედიენტულია, რაც ვლინდება გულყრების თანდათანობითი გახშირებით, სხვა ტიპის პაროქსიზმების წარმოქმნით (პოლიმორფიზმი), ღამის გულყრებთან დღის გულყრების თანდართვით, გულყრების სერიების ან ეპილეფსიური სტატუსის განვითარებისადმი მიდრეკილებით, დამახასიათებელი ცვლილებებით სტერეოტიპულობისა და პათოლოგიური აზროვნების სახით, აფექტურობის შერწყმით ექსპლოზიურობასთან, ეგოცენტრიზმთან, იმ საბოლოო მდგომარეობის განვითარებამდე, რომელიც განისაზღვრება როგორც ეპილეფსიური ჭკუასუსტობა. კვლევის დამატებითი მეთოდებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეეგ-ს. ეპილეფსიის დიაგნოსტიკა ეყრდნობა ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გულყრების მოულოდნელობა, მათი ხანმოკლეობა (წამები, წუთები), გონების ღრმა გამოთიშვა და გუგების გაფართოება გენერალიზებული გულყრის დროს, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მოვლენები პარციალური გულყრების დროს. ეეგ-ზე ტიპიური ცვლილებები ადასტურებენ გულყრების ეპილეფსიურ ხასიათს. მნიშვნელოვანია ანამნეზური მონაცემები: დაავადება, ხშირია მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, დამძიმებული ანამნეზი, გადატანილი ნეიროინფექციები და ქალა-ტვინის ტრავმები, პაროქსიზმული მდგომარეობები
მკურნალობა ხანგრძლივი და უწყვეტია. მედიკამენტების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურია. ეპილეფსიის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ეპილეფსური სტატუსი (გულყრების სერია, ხშირად დიდი კრუნჩხვითი) და მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა. ეპილეფსური სტატუსის დროს აუცილებელია პირის ღრუდან უცხო სხეულების გამოღება, ავადმყოფი გადაჰყავთ ვეტერინარული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში; აუცილებელია მეტაბოლური დარღვევების კორექცია.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს ლეკვების ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრევენციულ მკურნალობას, რომლებმაც გადაიტანეს ტვინის პერინატალური დაზიანება, თავის ტვინის ტრავმა ცხოველებში.


წყარო: vet-express.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 3558 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი