ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:49მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » გარდაბნის დაცული ტერიტორია
16:05
გარდაბნის დაცული ტერიტორია

გარდაბნის დაცული ტერიტორია

1996 წელს დაარსებული გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 3 484 ჰექტარია. აღკვეთილი აზერბაიჯანის საზღვართან გარდაბნისა და მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე მდებარეობს და თბილისიდან 39 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაბნის აღკვეთილი ამ ტერიტორიაზე არსებულ ტყის კორომთა შენარჩუნების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით შეიქმნა. 
გარდაბნის აღკვეთილის ფლორის მთავარი სიმდიდრეა ჭალის ტყეები, რომლის მთავარი ხე-მცენარეებია: ხვალო (Pოპულუს ჰყბრიდა), ოფი, წნორი, მთრთოლავი ტირიფი, ჭალის მუხა, თელა და პატარა თელადუმა. ქვეტყეში იზრდება კუნელი, დატოტვილი იალღუნი, შინდანწლა და ქაცვი, ლიანებიდან გვხვდება: კატაბარდა, ღვედკეცი და სვია. ჭალის ტყის მიმდებარე ადგილები ამ მხარისათვის დამახასიათებელი სტეპური მცენარეულობის, ძირითადად უროიანის ფრაგმენტებს უჭირავს.
გარდაბნის აღკვეთილში ხერხემლიანების, კერძოდ, თევზების 21 სახეობა, ამფიბიების 4 სახეობა, რეპტილების 4 სახეობა, ფრინველების 135 სახეობა და ძუძუმწოვრების 26 სახეობა ბინადრობს, რაც ბიომრავალფეროვნების მაღალ დონეზე მიუთითებს.
გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გვხვდება კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შეტანილი. სხვა ცხოველებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი კურდღელი, ტურა, მელა, ლელიანის კატა, მაჩვი, კვერნა.
მტკვარში მრავლად ბინადრობს კობრი, კაპარჭინა, ლოქო კავკასიური ღორჯო, მტკვრის წვერა, ამიერკავკასიური ბლიკა და სხვა. მათგან აღსანიშნავია საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობები: ლოქო, მორევის ნაფოტა და წინააზიური გველენა.
ფრინველებიდან აქ გვხვდება: ოფოფი, კაჭკაჭი, შაშვი, ნიბლია, ჩიტბატონა და ბულბული, ხოლო საქართველოს "წითელი ნუსხის” სახეობებიდან აღსანიშნავია: თეთრკუდა არწივი, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, დიდი მყივანი არწივი, ქორცქვიტა და გავაზი.
ქვეწარმაველბიდან აღკვეთილში რამდენიმე სახეობის ხვლიკი, ხმელთაშუაზღვის კუ და გველები ჩვეულებრივი გველგესლა, ჩვეულებრივი ანკარა და ოთხზოლიანი მცურავი ბინადრობენ.
გარდაბნის აღკვეთილი, ქვემო ქართლში მდიდარი ისტორიული წარსულის მხარეში მდებარეობს. აღკვეთილის სიახლოვეს აღმოჩენილია ენეოლითის- ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, გათხრილია შუა ბრინჯაოს ხანის ეპოქის სამარხები, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები. გარდაბნის აღკვეთილთან ახლოს მდებარე ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. საუკუნეების მანძილზე დავით გარეჯის გარშემო უსიცოცხლო და უწყლო ივრის ზეგანზე მრავალი დიდი და პატარა მონასტერი გაჩნდა, ხოლო ეს ადგილები საქართველოს სულიერების კერად, მწიგნობრობის და კედლის მოხატულობის ცენტრად იქცა. დავით გარეჯის მონასტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლავრა, უდაბნო, ნათლისმცემელი, ვერანგარეჯა, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, თეთრი სენაკები. ეს დიდ სამონასტრო კომპლექსში შემავალი, შესანიშნავ პეიზაჟებში ჰარმონიულად ჩამჯდარი ძეგლებია, რომლებიც მრავალად იზიდავს დამთვარიებლებს და მორწმუნეებს.
რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ-ჯერობით ძირითადად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით კულტურულ, ფეხით სასიარულო და სამანქანო-სათავგადასავლო ტურებში გამოიხატება. აღკვეთილის ტერიტორიაზე შესაძლებელია ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების, ასევე ბოტანიკური და ეკოლოგიური ტურების ორგანიზება.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1788 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი