გერმანული მონადირული ტერიერი
გერმანული მონადირული ტერიერი, ეს ჯიში გამოიყვანეს უკანასკნელი ასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ჯიშის მონადირე ძაღლების შეჯვარების შედეგად. გერმანული მონადირული ტერიერის დრუნჩი ძლიერია, ლოყების კუნთები კარგადაა განვითარებული, ყბები ძლიერია ასეთივე კბილებით. ქოჩორი ოდნავ შემკვრივებულია, ყურები ფართოდაა განვითარებული. ამ ჯიშის ტვალები საკმაოდ პატარაა, ღრმად ჩასმული, ცოცხალი, ყურები-V-ფორმის, ჩამოკიდებული, წინა ფეხები-სწორი. კუდი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. არსებობს იაგტერიერთა ორი ნაირსახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. შეფერილობა: შავი ნაცრისფერი ან უფრო ღია ლაქებით. სიმაღლე მინდაოში: არაუმეტეს 40 სმ-ისა. წონა: ხვადი 9-10 კგ, ძუ 8-9 კგ. ხასიათი: გერმანული მონადირული ტერიერი მამაცი, აგრესიული და ჯიუტი ძაღლია, ემორჩილება მხოლოდ პატრონს. იაგდტერიერი-იმ ცოტაოდენ ტერიერთა შორის ერთ-ერთია, რომელსაც, დღესდღეისობით, მონადირე ძაღლების სახით იყენებენ. მას შეუძლია ნადირის მოძებნა და მისი დევნა სოროში, ასევე ძალუძს წყალში ჩავარდნილი ნადირის ამოყვანა. გერმანული მონადირე ტერიერს აგრეთვე აქვს ნებისმიერი ცხოველის, მათ შორის გარეულ ტახზე შეტევის უნარი. ამის გარდა, იაგდტერიერი-შესანიშნავი დარაჯია, იგი მშვენივრად დაიცავს სახლს ან ავტომანქანას და პატრონის გარდა ნდობას არავის მიმართ გამოიჩენს.
|