შაბათი, 23.11.2024, 15:45მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » გნოლი
18:41
გნოლი

გნოლი


გნოლი დამუშავებულ მინდვრებში ან გაშლილ ველებში ბუდობს. მისი საყვარელი ადგილებია წარაფიანი ტყისპირი, ბუჩქნარი. იგი ტყეს თავს არიდებს, სამხრეთში გნოლი დაჭაობებულ ადგილებშიც გვხვდება, ოღონდ იქ ბუჩქნარი იყოს.
განსაკუთრებით ბევრი გნოლი ბუდობდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გნოლის სიმრავლით განთქმული იყო სიღნაღის რაიონი, კაჭრეთის, ნუკრიანის, მელაანის, დაცული ტყის, მიშმიშის, საქათმის ხევის, შირაქისა და ყარაღაჯის მიდამოები.
გნოლის დიდი გუნდები გვხვდებოდა აგრეთვე ქართლშიც, მცხეთის, დუშეთის, კასპის, ქარელისა და გორის რაიონებშიც. გნოლს ძალიან უყვარს თავისი საბინადრო გარემო და იშვიათად ტოვებს მას, მისი ბარტყებიც კი დიდხანს რჩებიან იმ მინდორზე, სადაც გამოიჩეკებიან, გნოლი გუნდებათ ცხოვრობს. მშობლების დაღუპვის შემთხვევაში, გუნდების ნამატი ხშირად მეორე გუნდს უერთდება და ამგვარად შეიქმნება ხოლმე დიდი გუნდები.
გაზაფხულის დასაწყისში, ჩვეულებრივ მარტში, როცა გნოლები წყვილდებიან, მამლებს შორის იწყება ჩხუბი დედლებისათვის. ბუდეს გნოლი მაღალ ბალახში ან ტყისპირა ბუჩქნარში იკეთებს მიწაში ამოთხრილ პატარა ორმოში, რომელშიც ჩააფენს ხოლმე ბუმბულს. მაისში დებს 10-15 კვერცხს და მეტად გულმოდგინედ ზის მათზე სამი კვირის განმავლობაში. ბარტყების გამოჩეკვის დღისათვის დედა გნოლს მუცელზე სრულიად ცვივა ბუმბული, მამალი გნოლიც იქვეა ბუდესთან და თავდადებით იცავს მას.
ახლად გამოჩეკილი ბარტყები უკვე დარბიან მშობლებთან ერთად, რომლებიც თავგამოდებით ზრუნავენ მათი გამოზრდისათვის, პირველ დღეებში ისინი მხოლოდ მწერებით და ჭიაღუებით იკვებებიან, შემდეგ კი გადადიან მარცვლეულ საკვებზე და გარეული ბალახეულის თესლზე. როგორც ყველა ქათმისნაირი, გნოლებიც საკვების მოსაპოვებლად დილით და საღამოთი გამოდიან, ხოლო შუადღისას ბუჩქებში იმალებიან.
გნოლის მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 3019 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი