ჰარიერი
ბრიტანულ ჰარიერზე პირველი ცნობები 1260 წლით თარიღდება. XX საუკუნეში სამშობლოში ეს ჯიში თითქმის ამოწყდა, მაგრამ შემდეგ აღორძინდა, ასე რომ, დღევანდელი ჰარიერი, მშვენიერი მონადირეა მელაზე, იგი ბიგლის და ფოქსჰაუნდის საუკეთესო თვისებების მატარებელია. ჰარიერი მშვენიერი კომპანიონია და ალბათ, დროთა განმავლობაში ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უსაყვარლესი ოთახის ზაღლი გახდება. ჰარიერის ფერი მრავალგვარია, ბალანი მოკლეა. სიმაღლე: 46-56 სმ. წონა: 22-27 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-12 წელი. გამოყენება: კურდღელზე და მელაზე, არის კომპანიონი. სამშობლო: დიდი ბრიტანეთი.
|