სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » იარაღი და უსაფრთხოება
21:53 იარაღი და უსაფრთხოება |
უსაფრთხოების ოთხი ოქროს წესი: 1. ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია 2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები უსაფრთხოების სხვა წესები: საკუთარ იარაღზე კანონის წინაშე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები (განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში (შესაძლებელია ვაზნის ნაგვიანები გავარდნა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართე უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. გამოიყენეთ მხოლოდ ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები (მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). არ ენდოთ დამცველ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. კარგად დაათვალიერე სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა შეიძლება მიმართულება შეუცვალოს ტყვიის (საფანტის) ტრაექტორიას. იარაღთან ურთიერთობის (უსაფრთხოების) საბაზისო წესები ასწავლე ოჯახის წევრებს.
|
კატეგორია: სანადირო თოფები და შაშხანები |
ნანახია: 1764 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|