კვირა, 24.11.2024, 14:21მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ინგლისური სეტერი (ლავერაკი)
17:08
ინგლისური სეტერი (ლავერაკი)

ინგლისური სეტერი (ლავერაკი)

ინგლისური სეტერების წარმოშობის ისტორია XIX საუკუნით თარიღდება.იმ პერიოდში ინგლისელი კინოლოგები ისწრაფვოდნენ, შეექმნათ უნიკალური ძაღლის ჯიში,რომელიც მთელ მსოფლიოს გააოცებდა.1825 წელს მარკიზ ლავერაკის მიერ ინგლისური სეტერი იქნა გამოყვანილი, რომლის შექმნაზეც მარკიზმა 35 წელი იმუშავა.ყოველივე ამის გამო უწინ ეს ჯიში ლავერაკის სახელს ატარებდა. 1859 წელს კი ინგლისის ქალაქ ნიუკასლეოპონ-ტაინში პირველი გამოფენა მოეწყო ინგლისურ სეტერებს შორის.XIX საუკუნის მიწურულს,ინგლისური სეტერების უმრავლესობა აშშ-ში იქნა გაყვანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ შტატებში მათმა გაყვანამ შემდგომში გარკვეული ფორმირება გამოიწვია. ამერიკელები სეტერს ძირითადად გამოფენებისთვის ან სანადიროდ იყენებენ, რამაც საბოლოო ჯამში ორი სხვადასხვა ჯიშის წარმოშობა გამოიწვია.
მსოფლიოს წამყვანი კინოლოგები, ინგლისურ სეტერებს შემდეგ შეფასებას აძლევენ: იგი მძლავრი აგებულების ძაღლია, რომელიც თავისუფალი, ენერგიული მოძრაობით გამოირჩევა. მასში შერწყმულია ელეგანტურობა,სილამაზე და დიდი გამძლეობა.XIX საუკუნის მიწურულს,ინგლისური სეტერების უმრავლესობა აშშ-ში იქნა გაყვანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ შტატებში მათმა გაყვანამ შემდგომში გარკვეული ფორმირება გამოიწვია. ამერიკელები სეტერს ძირითადად გამოფენებისთვის ან სანადიროდ იყენებენ, რამაც საბოლოო ჯამში ორი სხვადასხვა ჯიშის წარმოშობა გამოიწვია.
მსოფლიოს წამყვანი კინოლოგები, ინგლისურ სეტერებს შემდეგ შეფასებას აძლევენ: იგი მძლავრი აგებულების ძაღლია, რომელიც თავისუფალი, ენერგიული მოძრაობით გამოირჩევა. მასში შერწყმულია ელეგანტურობა,სილამაზე და დიდი გამძლეობა.
ინგლისური სეტერის სტანდარტული მახასიათებლები. წარმოშობა – ინგლისი.
სტანდარტის კლასიფიკაცია – AKC.
ინგლისური სეტერის საერთო აგებულება–გრძელბეწვიანია. თავისუფალი და ენერგიული მოძრაობით გამოირჩევა. ამასთანავე,დიდი გამძლეობის მქონე ძაღლია.
კონსტიტუციის ტიპი_მშრალი, მძლავრი. ინგლისური სეტერისთვის დამახასიათებელი თვისებაა: გულთბილი და და მეგობრული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ.
თავი–მსუბუქი, მშრალი, გრძელი.
ყურები–საშუალო სიგრძის, ჩამოშვებული, მსუბუქი.
თვალები–მრგვალი, ცოტათი ჩამჯდარი, მუქი ფერის(რაც უფრო მუქია,მით უკეთესია).
კბილები–თეთრი ფერის, მაგარი, კარგად განვითარებული, ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული.
კისერი–გრძელი, მშრალი, დაკუნთული.
თათები–ოდნავ ოვალური ფორმის. თათებს შორის სწორი, უხეში ბეწვია.
შეფერილობა–თეთრი შავით, ყვითლით ან ფორთოხლისფერი-წითლით.
სიმაღლე–ხვადი-56-64სმ, ხოლო ძუ-53-62სმ.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 3651 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი