ირემა სოკო
ქუდი-ბრტყელია, შუაში კი ჩაღრმავებული, კიდეები შეკეცილია, 4-20
სმ დიამეტრისაა და ზედაპირი დაფარულია სქელი, წაწვეტილი, კონცენტრულად განწყობილი მუქყავისფერი ქერცლებით. ჰიმენიალური (ეკლების) შრე ფეხის მომართ დაღმავალია, ნაცრისფერია.
ფეხი-2-8
სმ სიგრძისაა და 1-2 სმ სისქისა; ცილინდრული, ქუდისაკენ თეთრი, ძირისაკენ ყავისფერი.
რბილობი-მკვრივია, მოთეთრო, გადატეხისას წითლდება. სპორები სფეროსებრია,
5-6 მკმ დიამეტრისა, ზედაპირი ხორკლიანი მუქი ყავისფერია.
იზრდება
ნიადაგზე ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება
საჭმელად ნორჩობაში, ახალი.
|