ირლანდიური ნაგაზი
ირლანდიური ნაგაზი ირლანდიის ეროვნული ჯიშია. სტანდარტში მას ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ დირჰაუნდთან ან უფრო მძიმე გერმანულ დოგთან ადარებენ. ამ ორ ჯიშს ნაგაზად კავშირი აქვთ: დირჰაუნდთან მას, როგორც თვლის მრავალი ცნობილი კინოლოგი, საერთო ისტორია ანათესავებს. IV საუკუნეში ირლანდიურმა ნაგაზმა დაიპყრო რომაელები თავისი უზარმაზარი სიმაღლითა და წარმოსადეგობით. XV-XVI საუკუნეებში მას ყველაზე ხშირად იყენებდნენ მგელთა სადევნად, თუმცა ნაგაზის სანადირო ნადავლს შორის ასევე იყო დათვი, ირემი და ცხენ-ირემი. ძაღლის ყველაზე მაღალი ჯიშის, ირლანდიური ნაგაზის იდეალური სიმაღლეა მინდაოში 86 სმ. მინიმალური წონა 40,5-55 კგ. ზორბა ტანის აბურძგნული ბეწვის მქონე ძაღლი ტოვებს ღრმა შთაბეჭდილებას. მისი თავი გრძელია, კისერის მაღალი დასმულობით, მკერდი ძალიან ფართო არ არის. დრუნჩი გრძელია, სამკუთხა. ბეწვი უხეშია, განსაკუთრებით ჯაგარა თავზეა. ირლანდიური ნაგაზის აგებულება ძლიერია, მუსკულატურა განვითარებულია კარგად. მკერდი ღრმაა, ზურგი გრძელი. შეფერილობა: ნაცრისფერი, ვეფხვისებრი, ჩალისფერი, შავი, თეთრი, მურა-წითელი და სხვა მუქი ტონები. სიმაღლე მინდაოში: ხვადი არაუმეტეს 79სმ. ძუ არანაკლებ სმ. წონა: ხვადი არანაკლებ 55კგ. ძუ არანაკლებ 41 კგ. ხასიათი: "ალერსიანია, სანამ ეფერები, საშიშია, როდესაც აწყენინებ"_ ასე ხშირად ამბობენ ნაგაზის შესახებ. ირლანდიური ნაგაზი კეთილშობილი და კეთილია. ამ დიდ ძაღლს სჭირდება ძალიან ფართო ოთახი, რათა თავისუფლად შეეძლოს გრძელი ფეხების გაჭიმვა, ამიტომ ირლანდიური ნაგაზი ჩვეულებრივი ქალაქის ბინისათვის მიზანშეწონილი არ არის.
|