ირლანდიური ტერიერი
ირლანდიური
ტერიერი ითვლება, რომ ეს ჯიში დაახლოებით 2000
წლის წინ წარმოიშბა, თუმცა მისი პირველი გამოსახულება, რომელიც გაკეთდა უცნობი მხატვრის მიერ ერთ–ერთ ფერწერულ ტილოზე, მიეკუთვნება მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისს.
ირლანდიური
ტერიერი ძალიან ჰგავს უხეშვბეწვიან ფოქსტერიერს და აშკარაა რომ ამ უკანასკნელის ნათესავია. სიმაღლე მინდაოში: 46 სმ. წონა: იდიალური 12 კგ. ირლანდიური ტერიერის თავი შემკვრივებულია და ვიწოა ყურებს შორის. დრუნჩი წაგრძელებულია, ყურები–ძლიერი, თანკბილბა–მაკრატელისებრი.
თვალები პატარა და მუქია, ყურები–ვ–ფორმის, წინ ჩამოშვებული. კუდი აწეულია მაღლა, ნაწილობრივ კუპირებულია. წინა ფეხები ძალზე სწორი, ძლიერი და კუნთოვანია. ბეწვი ხშირი, ხეხეში და ოდნავ ტალღოვანია. შეფერილობა: წითური, რაც ტრადიციულია ირლანდიური ჯიშებისთვის. უფრო ზუსტად კი, იგი შეიძლება იყოს ხასხასა წითური, წითური სიმინდისფერით ან ყვითელ–წითური. დროდადრო ამ ძაღლს ესაჭიროება მსუბუქი გაკრეჭა.
ხასიათი:
თავისი დაუცხრომელი, სასოწარკვეთილი სიმამაცის გამო ირლანდიური ტერიერი ადრე ატარებდა მეტსახელს
"პატარა
ყაჩაღანა"
თუმცა, ამჟამად, ეს არის ერთგული, კეთილი, ადვილად გაწვრთნადი და საკუთარი ღირსებით სისრულეში მოყვანილი ძაღლი.
თავდაპირველად,
ირლანდიური
ტერიერი გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სოროებში შეღწევის უნარის წყალობით, აგრეთვე წყალში სანადიროდ წავზე და ონდატრაზე. ომის დროს ირლანდიური ტერიერები მუშაობდნენ ფოსტალიონებად.
1018 წელს,
"კეთილშობილებისათვის
და უშიშრობისათვის",
ამ ჯიშის მიანიჭეს მედალი. ამჟამად, ირლანდიური ტერიერი ძალზე პოპულარული კომპანიონი ძაღლია. იგი კარგად ადაპტირდება ნებისმიერ კლიმატთან და ქალაქის პირობებთან.
|