შაბათი, 20.04.2024, 18:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ჯანდარის ტბა (წყალსაცავი)
22:42
ჯანდარის ტბა (წყალსაცავი)


ჯანდარის ტბა (წყალსაცავი)

 

ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში, ზღვის დონიდან 291,4 მეტრის სიმაღლეზე. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.

ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი_20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ტბის სიგრძეა 6,4 კმ, სიგანე-3კმ. ფართობი წყლით მაქსიმალური გავსებისას 1280 ჰექტარია. ტბის მაქსიმალური სიღრმეა 7,2 მეტრი, საშუალო 3,75 . ჯანდარის ტბა ძირითადადფ ივსება მტკვრით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3გრადუსით), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მეტრზეა. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.ჯანდარის ტბით ირწყება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი. ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.

კატეგორია: სათევზაო ადგილები | ნანახია: 2247 | დაამატა: gio | ტეგები: ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი