ჯგუფურა
ქუდი
5-10 სმ დიამეტრისაა, ბტყლად ამოზნექილი, არასწორი, მშრალი ზედაპირით, მონაცრისფრო-ყავისფერი. ფირფიტები. შეზრდილია ან >დაღმავალი, ჯერ თეთრი, შემდეგ მოყვითალო.
ფეხი
5-12 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისა, ცილინდრული ფორმისაა ზოგჯერ ძირისკენ მსხვილდება.
რბილობი
თეთრია, გემო და სუნი სასიამოვნო აქვს. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებზე, ჯგუფურად, ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელი სოკოა.
|