კატახულას ლეოპარდისებრი ძაღლი
კატახულას
ლეოპარდისებრი
ძაღლი ეს ჯიში გამოიყვანეს პირველმა კოლონისტებმა ლუიზიანას შტატში. თავისი სახელი მიიღო ბეწვის განსაკუთრებული შეფერილობის გამო, რომელიც წააგავს ლეოპარდის შეფერილობას, ასევე კატახულას ოლქის საპატივცემულოდ,
სადაც ეს ძაღლები განსაკუთრებული პოპილარობით სარგებლობენ.
სიმაღლე
მინდაოში:
ხვადი
56–64 სმ.
ძუ 51–58 სმ. წონა: ხვადი 27–36 კგ. ძუ 23–32 კგ. ბეწვი ხშირი, კომპაქტური და მოკლეა. შეფერილობა: ჩვეულებრივ, ნაცრისფერ–ცისფერია შავი ლაქებით. ამის გარდა, ლაქები შეიძლება იყვნენ წითური ან ყვითელი ფერის. განსაკუთრებით ფასობენ მოფირუზისფრო–მოცისფრო თვალების მქონე ძაღლები.
ხასიათი:
კატახულას
ლეოპარდისებრი
ძაღლი ერთგული, თავდადებული და წვრთნას დაქვემდებარებული
ძაღლია. მას ძალიან უყვარს პატრონი, მაგრამ შეიძლება გახდეს აგრესიული მისთვის ნდობით აღჭურვილი ტერიტორიის დაცვისას. დღემზე ამ ჯიშის ძაღლებს იყენებენ სამწყემსაოდ. ძალიან გაშლილ სივრცეზეც კი მათ შეუძლიათ დაიმორჩილონ ძროხების, ცხვრების ან ღორების ნახირები. ამის გარდა, ამ ძაღლებს წარმატებით შეუძლიათ ნადირობა ენოტებსა და ციყვებზე.
|