კირკიტა
კირკიტა,
მტაცებელი
ფრინველი შავარდნისნაირთა
რიგისაა. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ აღწევს, მასა 250 გრამამდე. შეფერილობაში ჭარბობს წითური ფერი. გვხვდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოში. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ან ფლატის ნაპრალებში. დებს 4 კვერცხს. დედალი დიდია მამალზე,შეფერილობითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან,მამალში რუხი ფერი ჭარბობს. ბარტყი
თეთრი ნაზი ღინღლით იბადება, 1-თვის უკვე მთლიანად იფარება ბუმბულით და ბუდიდანაც მიფრინავს, მაგრამ დედ-მამა მაინც კვებავს 1-2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი თვითონ იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. მამრი კირკიტა პასიურად მონაწილეობს შვილების აღზრდაში. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის.
წვრთნიან და იყენებენ სანადიროდ.
|