ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:23მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კოლხეთის ეროვნული პარკი
15:50
კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

პალიასტომი

პალიასტომი


კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქარათველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. 
კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებისგან - უბნებისგან შედგება. პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყლის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყლის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ გეოგრაფიულ უბნებად. ეს ის ადგილებია, სადაც ჭარბტენიანი ეკოსისტემები ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი. ამას გარდა, ეროვნულ პარკში შედის მდინარეების რიონსა და ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია. ანაკლია-ჭურიის უბნის ფართობი შეადგენს 13 713 ჰექტარს; ნაბადის უბნის სიდიდე 10 697 ჰექტარია, ხოლო იმნათის უბნის – 19 903 ჰექტარი. სულ ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის – 15 742 ჰექტარია. ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენება პალიასტომის ტბაა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. საუკუნეების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, ხოლო მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და წყლის უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარ, სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის მრავალი სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.
კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი. კოლხეთის დაბლობს სხვა საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს.
ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფაგნუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა ალპური ზონის მცენარეები ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა. მრავალფეროვანია წყალმწენარებიის სახეობრივი შემადგენლობა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიები, უპირველეს ყოვლისა, ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, დაჭაობებული ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების განსხვავებული მცენარეული დაჯგუფებები: რძიანა, ლურჯი ნარი, კოლხური ისლი, იმერული მაწაქი, გლერძა, ზღვისპირა დედაფუტკარა, ქოთანა, ძეძვი, კუნელი, ქაცვი და სხვა
აქ გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბების და ჭაობის მდინარეების გასწვრივ ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში კი გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა: კოლხური და ყვითელი დუმფარა, წყლის კაკალი და ლემნა, ხოლო ტორფიან ჭაობებში, ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა და იმერული ისლი გვხვდება.
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების სახით, ზოგიერთი მათგანი შესულია საქართველოს "წითელ ნუსხაში”: კოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა, ხოლო დანარჩენი სახეობებისაგან დაზიანებულია: იფანი, ქართული მუხა და თხმელა.
ტორფიანი ჭაობების პერიფერიულ ზოლში და ჭაობის მდინარეთა ხეობების გასწვრივ აღმოცენებულ დაჭაობებულ ტყეებში დაახლოებით 9-10 მეტრის სიმაღლე კოლხურ-ჰირკანული მურყანი დომინირებს, იშვიათად თუ გამოერევა ლაფანი, იმერული მუხა ან ნეკერჩხალი, წიფელი, ნეკერჩხალი, იფანი და რცხილა. დღემდე შემორჩა ბზა, იელით, შქერით, თაგვისსარათი, ბაძგი, ძმერხლი.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფრინველების სულ 194 სახეობის ფრინველი ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიული მიგრაციის მარშრუტი გადის. შემოდგომობით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან თავიანთი ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის დაუსახლებელი ჭაობები დასვენების და შორეულ გადაფრენებს შორის სულის მოთქმის იდეალური ადგილია, ხოლო მრავალი სახეობის ფრთოსანისთვის კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს.
ფრინველებიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წყლის პატარა ქათამურები, ყანჩები, ლურჯი ალკუნი გვხვდება. ოქტომბრის თვეში სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებელებზე დაკვირვებაა შესაძლებელი.
სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები სამხრეთისკენ მიუყვებიან ზღვის ნაპირს. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, ჩვამების გუნდები მოფრინავენ. გარდა ამისა, აქ გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა, მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი და სხვა. უკვე ძნელად თუ შეხვდებით საქართველოს ფაუნის სიამაყესა და მშვენებას, ულამაზეს ფრთოსანს – ხოხობს, რომლის არსებობაც ძველმა მსოფლიომ ოდესღაც კოლხეთში ჩამოსული ბერძენი ზღავაოსნებისგან შეიტყო.
მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა და გარეული ღორი, შველი, წავი. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს „წითელი ნუსხის" 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული.
ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი.
კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან აქ ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი , წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.
ეროვნული პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი, მათგან გამსვლელი თევზები 23 სახეობა, მტკნარი წყლის თევზი 21 სახეობა, შავი ზღვის თევზი 44 სახეობა. ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია: ატლანტური ზუთხი და სვია, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან – შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია და სხვა.
კოლხეთის ეროვნული პარკის წყლის ეკოსისტემებში გავრცელებულია საქართველოს "წითელ ნუსხის" თევზის 6 სახეობა: სვია, ფორეჯი, ატლანტური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული, ღორჯო - მექვიშია, მორევის ნაფოტა.
კოლხეთის ეროვნული პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლების მონახულება ხდის. ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი და კოლხეთის ქრისტიანული ძეგლები – შუა საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით მდიდარი მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის, კორცხელის და გულევლის ეკლესიები ეროვნული პარკის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე, საინტერესოა ზუგდიდში დადიანების ევროპული სახლ-მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.
კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. საქართველოს და, მით უმეტეს, ორნითოლოგიურად მდიდარ კოლხეთს ფრინველთა თვალთვალის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო შეხვედრის შეთავაზება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, ხოლო ტურისტთა განთავსება, როგორც ეროვნულ პარკში არსებულ ვიზიტორთა სახლში, ასევე ფოთის, გრიგოლეთის და ზუგდიდის სასტუმროებში შეიძლება.
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით, ან იმნათ-პალისტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ – აქაური რელიქტურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 3026 | დაამატა: gio | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი