კონუსური ხარისფაშვა
ქუდი-8
სმ-მდე სიმაღლისა და 5 სმ-მდე სიგანისაა; კონუსის ფორმისა, ზოგჯერ კვერცხისებრიც. ზედაპირი დაფარულია მოგრძო ფიჭისებრი ნაოჭებით, რომელთა შიგნითაც მეორადი ტიხრებია განვითარებული, კიდეები მთლიანად შეზრდილია ფეხთან. მოყვითალო-მურაა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიბიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრული ზომის
200-250X15-20 მკმ
ჩანთებისაგან,
თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა.
ფეხი
- ცილინდრულია,
ფუყე. მოთეთრო.
სპორები
ზომით
18-20X10-15 მკმ.
იზრდება
ნიადაგზე,
უფრო ხშირად ერტეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში გაზაფხულობით.
გამოყენება-პირობითად საჭმელი სოკოა, მოხარშვამდე საჭიროა წვრილად დაჭრა და მდუღარე წყალში გათუთქვა 5-10 წთ-ის განმავლობაში. წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.
|