კუმისის ტბა
კუმისის
ტბა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 470 მ, ზედაპირის ფართობი 4,5 კმ2, აუზის ფართობი 96,6 კმ2, უდიდესი სიღრმე 4 მ. ტბის წყალი მარილიანი იყო, ძირითადად გლაუბერის მარილს შეიცავდა. ტბიდან გაუშვეს მლაშე წყალი და შეავსეს მტკვრის წყლით. ამჟამად ტბა გამოყენებულია თევზის სარეწად (კობრი, სარკისებრი კობრი და სხვა).
|