შაბათი, 20.04.2024, 15:37მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 25 » კერი ბლუ ტერიერი
18:01
კერი ბლუ ტერიერი


კერი ბლუ ტერიერი

 

კერი ბლუ ტერიერი გამოყვანილ იქნა XVIII საუკუნის დასაწყისში ირლანდიელი მწყემსების მიერ კერის პროვინციიდან. ძირითადად იგი ირლანდიური ტერიერისა და დენდი დინმონტ ტერიერის შეჯვარების შედეგია. ამ ჯიშის სტანდარტი ფორმირებულ იქნა პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ. ამჟამად, კერი ბლუ წარმოადგენს ირლანდიის ისეთივე სიმბოლოს, როგორიცაა ყველასათვის ცნობილი სამყურა.

სიმაღლე მინდაოში: 46-48 სმ. ძუების შემთხვევაში უფრო პატარა. წონა: 15-17 კგ. ეს არის ძლიერი, კომპაქტური, გრაციოზული ძაღლი. ამ ჯიშის წარმომადგენელთა თავი გრძელი და ვიწროა, დრუნჩი-ძლიერი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ოდნავ დანიშნულია, თვალები ძალიან მუქია, ყურები--ფორმის, ამობურცული წინისკენ. კერი ბლუ ტერიერის კისერი ძლიერი და გრძელია, კუდი აწეულია მაღლა და ნაწილობრივ კუპირებულია.ფეხები სწორი და ძლიერია, ბეწვი-რბილი, აბრეშუმისებრი და ტალღოვანია. შეფერილობა: ცისფერის ყველა ელფერი ვერცხლისფერიდან ფოლადისფრამდე.

ხასიათი: კერი ბლუ მოჩხუბარი ძაღლია, მაგრამ ადვილად ექვემდებარება წვრთნას და ერთგულია პატრონის მიმართ. იგი შეიძლება გახდეს ოჯახის შესანიშნავი მეგობარი, თუმცა გამოირჩევა ერთგვარი სიჯიუტით. კერი ბლუ ტერიერი შესანიშნავი მონადირეები არიან წვრილ ნადირზე, აქვთ ვიწრო სოროებში შეღწევის უნარი. აგრეთვე მათ შეუძლიათ ნადირის მოტანა, საქონლის დაცვა, სახლის დარაჯობა, მღრნელების მოსპობა და პოლიციაში მუშაობაც კი. გამოფენის წინ ამ ძაღლს ბეწვი საჭიროებს ტრიმინგს.

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1670 | დაამატა: gio | ტეგები: კერი ბლუ ტერიერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი