კომპასის გამოყენება
ანდრიანოვის
კომპასის ნაწილები:
1.სავიზირო მოწყობილობის თავსაბური
2.სკალა დანაყოფებით (ლიმბა)
3.ჭრილი
4. სამიზნე
5.კორპუსი
6.მუხრუჭი
7.მაგნიტური ისარი.
კომპასის
სკალა დანაწვერებულია
120 დანაყოფად
და გააჩნია ციფრებით ორმაგი აღნიშვნა. ციფრების ერთი რიგი, გრადუსულ დანაყოფებში, მოთავსებულია 0–დან 360 გრადუსამდე საათის ისრის სვლის მიხედვით. ციფრები აღნიშნულია
15–15 გრადუსის
(სკალის
5–5 დანაყოფზე)
შემდეგ. ერთი დანაყოფის სიდიდე 3 გრადუსია.
ციფრების
მეორე რიგი (რგოლის გარე დანაყოფები). ისინი მოთავსებულია საათის ისრის სვლის საწინააღმდეგო მიმართულებით 0–დან 600–მდე, კუთხმზომის
50–50 დანაყოფის
შემდეგ (სკალის ყოველი 10 დანაყოფის შემდეგ);
0,50,100,150 და
ა.შ. ამ სკალის ყოველი დანაყოფი უდრის კუთხმზომის 50 მცირე დანაყოფს
(0,50); სკალის
ორი დანაყოფი (6*) შესადგენს კუთხმზომის ერთ დიდ დანაყოფს
(1–00).
კოლოფს
ზევიდან დამაგრებული აქვს მბრუნავი მინის სახურავი განაჭერითა და სამიზნის, ვიზირებისათვის ნებისმიერი მიმართულებით. ამასთან სამიზნე ყოველთვის მიმართულია სათვალთვალო საგნის მხარეს. საზურავის შიგა მხარეზე (განაჭერს და სამიზნის პირდაპირ) დამაგრებულია ლიმბაზე ანათვლის მაჩვენებლები.
კომპასით
ჰორიზონტის
მხარეების
გასარკვევად
უნდა ავუშვათ მუხრუჭი და კომპასი დავაჭიროთ (დავდგათ) ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შემდეგ იგი მოვაბრუნოთ ისე, რომ მაგნიტური ისრის ჩრდილოეთის ბოლო დაემთხვეს სკალის ნულოვან დანაყოფს. კომპასის ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას წარწერები სკალაზე ჩ,ს,ა,დ (с,Ю,з,в)მიმართული იქნება შესაბამისად ჩრდილოეთისაკენ,
სამხრეთისაკენ,
აღმოსავლეთსა
და დასავლეთისაკენ.
შენიშვნა:
აქ და შემდეგ ზაფხულის დროის შემოღების შემთხვევაში, უნდა გავაკეთოთ შესაბამისი შესწორებანი.
მზის
მდგომარეობით.
ცხრილში მოცემულია დღე-ღამის დრო, რომელშიაც დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში მზე იმყოფება აღმოსავლეთით, სამხრეთით და დასავლეთით წელიწადის სხვადასხვა დროს.
სხვა
საათებში ჩრდილო-სამხრეთის ხაზის მონახვისათვის საჭიროა შევიტანოთ შესაბამისი შესწორება იმ ანგარიშით, რომ ცის თაღზე მზის საშუალო გადაადგილება ერთი საათის განმავლობაში უდრის 15 გრადუსს.
წყარო:
გელა რამიშვილი-სამხედრო ტოპოგრაფია.
|