ქამა სოკო (შამპინიონი)
ჩვენს
ტყეში ქამას შეხვდებით ნაძვნარში ან ნაძვნარ-ფიჭვნარში,ივლისიდან ოქტომბრამდე.ქამა-სოკოების დაახლოებით 60 სახეობა არსებობს.”ქამა სოკოები” ”ღმერთების საკვებად” ითვლებოდა ჯერ კიდევ ფარაონების დროს ძველ ეგვიპტეში.მათ სჯეროდათ ის,რომ ქამა-სოკოს საჭმელად გამოყენება ადამიანს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებდა.ამიტომ ქამა-სოკო ფარაონების და დიდებულთა წრის საჭმელი იყო.ჩვეულებრივ ადამიანს ხელის ხლების უფლებაც კი არ ქონდა,რომ არაფერი ვთქვათ საჭმელად მის გამოყენებაზე.ზრდასთან ერთად ქამა სოკოს ეცვლება ფერი,იგი მუქდება.მინდვრის ქამას ქუდი თეთრია.ის ჯერ მრგვალია,შემდეგ კი ბრტყლად ამოზნექილი ხდება.ფეხი მოღუნული აქვს ,ფუძესტან ფეხი მსხვილდება,იგი თეთრი ფერისაა და მკვრივი.სოკოს ქუდთან შეხებისას ის ფერს იცვლის და ყვითლდება.საყელო თეთრი ფერისაა,რბილობი თეთრია.ასაკთან ერთად სოკოს ჰიმენოსოფორის ფერი იცვლება თეთრიდან მუქ ფერამდე. ამდენად ჰიმენოფორის ფერის მიხედვით შესაძლებელია სოკოს ასაკის დადგენა.ბუნებაში არსებობს ქამა სოკოს ტყუპი სოკო შხამიანი ცრუქამა სოკო,რომელიც შეიძლება აგვერიოს ახალგაზრდა საჭმელ ქამა სოკოში.
|