ქოჩორა ყურყუმელა
ქოჩორა
ყურყუმელა
მოიპოვება
ევროპაში,
აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში.
საქართველოში
ქოჩორა ყურყუმელა გვხდება საკმაოდ ხშირად. აღმოსავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში იგი ბუდობს, დასავლეთ საქართველოში კი გვხდება როგორც მოზამთრე ფორმა. მეტწილად მოიპოვება მიმოფრენის პერიოდში.
ქოჩორა
ყურყუმელა
ბინადრობს
ტბების სანაპიროებზე, მდინარეთა ყურეებში. ჩვეულებრივ გვხდება ღია ადგილებში. ზამთრობით თავს იყრის ზღვის სანაპიროებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ზოგჯერ ტებში არსებულ კუნძჲლებზე. დებს 6 – 13 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მწერები და მათი მატლები, ჭიები, ლოკოკინები, კიბოსნაირრნი, ზოგჯერ მცენარეთა თესლები და ნორჩი ფოთლები.
ქოჩორა
ყურყუმელა
წარმოადგენს
სპორტული ნადირობის ობიექტს.
წყარო:
monadire.com
|