პარასკევი, 22.11.2024, 00:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
15:56
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის ჩანჩქერი

ლაგოდეხის ნაკრძალი


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.
ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლებიც ტყის ქვედა სარტყელში შედარებით მდორედ მოედინება.
ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სიმდიდრე ბუნებაა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა. ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით.
ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის ბუჩქნარს უკავია.
მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა, ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა გავრცელებული. ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ასევე მდიდარია უხერხემლოების ფაუნა, იგი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს "წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი, ასევე საქართველოს "წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.
კავკასიის ენდემები ფრინველებიდან ლაგოდეხში გავრცელებულია კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.
ლაგოდეხის რაიონში მრავლადაა წინაქრისტიანული ნასახლარი და სამარხი. ბრინჯაოს ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები სოფ. ულიანოვკის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ძეგლები ლაგოდეხში და მის შემოგარენში ბევრია. ზოგიერთი მათგანი, მეთორმეტე საუკუნის მაჭის (ანუ თამარის) ციხის მსგავსად, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. დაცული ტერიტორიის მახლობლადაა XI-XII საუკუნის წმინდა თევდორეს ეკლესია, ლაკუასტას ციხე-სიმაგრის VIII საუკუნის ნანგრევები, ფონის, არეშფერანისა და ხოშტას ეკლესიები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ნაგებობების და ხიდების ნანგრევები.
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2327 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი