ლანდსირი
ლანდსირი
ნიუფაუნდლენდის
ნაირსახეობაა,
რომელსაც ეს სახელი სერ ედვინ ლანდსირი ინგლისელი მხატვარ-ანიმალისტის საპატივცემულოდ შეარქვეს. იგი XIX საუკუნეში და ამ ჯიშის ძაღლებს გამოსახავდა თავის ტოლებზე. გასული საუკუნის 20-იან წლებში აღნიშნული ჯიში პრაქტიკულად გაუჩინარდა, თუმცა შემდგომში, სენბერნარებისა და დიდი პირენეელების შეჯვარების შედეგად გერმანელმა მეძაღლეებმა შეძლეს მისი აღდგენა.
ლანდსირი-დიდი, ძლიერი, პროპორციულად აწყობილი ძაღლია, ნიუფაუნდლენდზე უფრო გრძელი ფეხებით და ძალიან ენერგიული სვლით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 78-80 სმ. წონა: ხვადი 60-70 კგ. ძუებს აღნიშნული პარამენტრები აქვთ 10%-ით ნაკლები. ბეწვი გრძელი, ხშირი და შეხებისას რბილია, თვალები-ღია ყავისფერი, მეგობრული გამომეტყველებით,
ყურები-დაკიდებული, მიკრობილი თავთან. კუდი ლაქებით მკერდსა და ზურგზე შავი თავით.
ხასიათი:
ლანდსირი ენერგიული, ძლიერი და ჭკვიანი ძაღლია, ამასტან იგი ძალზე მეგობრულია ბავშვების მიმართ. წყალში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. პრაქტიკულად დაბადებიდანვე იგი შესანიშნავად ცურავს და ძალიან გამძლეა.ამიტომაც, მას შეუძლია დახმარების გაწევა თევზაობისას, ნადირის მიწოდება ჭაობიან ადგილებში ნადირობისას და რასაკვირველია, წყალში მხრჩობელთა გადარჩენა. ამის გარდა, ძალზე მხიარულია ბანაობისას მასთან ერთად წყალში თამაში.
|