შაბათი, 20.04.2024, 06:28მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლანგჰაარი
17:54
ლანგჰაარი

ლანგჰაარი


ამ ჯიშის გამოყვანა და გავრცელება დაიწყო გერმანიაში. თავდაპირველად მისი გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ამიტომ მას სეტერებთან და ინგლისურ პოინტერებთან აჯვარებდნენ, რათა გაზრდილიყო ამ ჯიშზე მოთხოვნილება. თავიდან ეს ძაღლები ძალიან ჯიუტები და ტემპერამენტიანები იყვნენ.
ამ ჯიშის პირველი ჩვენება მოეწყო 1878 წელს ფრანკფურტში და ამ პერიოდისათვის დაიწერა პირველი სტანდარტი ამ ჯიშის შესახებ. ამის შემდეგ სელექციონერებმა უკვე განსაკუთრებით დაუთმეს ყურადღება ამ ჯიშის დახვეწას. უმოკლეს პერიოდში მათ მიზანს მიაღწიეს და ამ ჯიშმა სახელი გაითქვა საველე ოლიმპიადაშიც.
ლანგჰაარი არის კუნთოვანი, ელეგანტური და ათლეტური მას შეუძლია თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება. ფიზიკურად ის ზომიერია. ამ ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ტემპერამენტობა, რაც მის გარეგნობაშიც გამოიხატება. როგორც ყველა გერმანულ ჯიშს მასაც თათებზე აქვს აპკი. ამ ჯიშის გაზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და გაკონტროლდეს მისი აგრესიულობა ლეკვობის პერიოდში.
ხვადი – დაახლოებით 60-70 სმ-ს შორის, ძუ – 58-63 სმ. მაქსიმალური წონა 30 კგ.
ბეწვი და შეფერილობა: ლანგჰაარს აქვს საშუალო სიგრძის ოდნავ ტალღოვანი ბეწვი (დაახლოებით 3-5 სმ), მაგრამ არა ზედმეტად ხუჭუჭი. ის არ არის ნაზი და რბილი, არამედ მტკიცე და ბზინვარე. ბეწვის შეფერილობა არის მუქი შოკოლადისფერი ან ყავისფერი, ახასიათებს კვადრატული ფორმის ლაქები, რომელიც ძირითადად გვხვდება თავზე, ზურგზე ან კუდზე. თეთრი ლაქები დასაშვებია მხოლოდ გულმკერდის არეში, თათებსა და დრუნჩზე
ლანგჰაარი კეთილი, ნაზი, მეგობრული და ჭკვიანი ჯიშია. ის იმდენად მოსიყვარულეა, რომ ვერ ეგუება ადამიანებთან განცალკევებით ცხოვრებას. ვერ ეგუება ჩაკეტილ ცხოვრებას, ესაჭიროება სისტემატიური სეირნობა და ვარჯიში. უყვარს ბავშვებთან ერთად თამაში და არ არის აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ.
მათ არ გააჩნიათ არანაირი გენეტიკური ხინჯი, უწესრიგობა ან დაავადება. მათ სისუსტეს წარმოადგენს ძალიან რბილი ყურები, რომელიც მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ყურების წმენდა რეგულარულად, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ.
მათ არ გააჩნიათ არანაირი გენეტიკური ხინჯი, უწესრიგობა ან დაავადება. მათ სისუსტეს წარმოადგენს ძალიან რბილი ყურები, რომელიც მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ყურების წმენდა რეგულარულად, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ.
ლანგჰაარი გერმანული ჯიშის გრძელბეწვიანი მეძებარია, ძლიერი, ძალიან თვინიერი და ამტანია, ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე.


წყარო: ჟურნალი ნადირობა

კატეგორია: მონადირე ძაღლები | ნანახია: 1193 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი