სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ლერწმის ქათამურა
|

ლერწმის ქათამურა
ლერწმის ქათამურა გადამფრენი პრინველია. ჩვენში აპრილში ჩნდება ხოლმე, სახლდება ლერწმიან ჭაობში. დედალ-მამალი წყვილდებიან და ცდილობენ მათ მიერ დაკავებულ ადგილში სხვა არ შეუშვან საბინადროდ. ეს ფრთოსანი დილიდან საღამომდე წყლის ზედაპირზე დაცურავს, ყურყუმალაობს და ეძებს საკვებს წყლის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლოკოკინებს. ლერწმის ქათამურას წყვილი ბუდეს ხმელი ბალახებისა და ღეროებისაგან აკეთებს ჭაობის ნაპირზე მცენარეთა ძირებში ან წყლის ზედაპირზე დაშვებულ ტირიფის ტოტებზე მიმაგრებით. ლერწმის ქათამურა დებს 6-12 კვერცხს, რომლებზეც კრუხად ჯდება კვერცხების დების დამთავრებამდე. ამის გამო ბარტყებიც თანდათანობით იჩეკებიან. პირველ დღეებში ბარტყებს მამა უვლის, ხოლო ბარტყების გამოჩეკვის დამთავრების შემდეგ მათ მოვლაში დედალიც მონაწილეობს. ორი კვირის ბარტყები თვითონ პოულობენ საკვებს. ლერწმის ქათამურას მოსაპოვებლად საჭიროა 10-11-12 ნომერი საფანტი.
|
კატეგორია: ფრინველები |
ნანახია: 1491 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|