მადათაფას ტბა
მადათაფას
ტბა მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,
ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ2, აუზის ფართობი 136 კმ2, უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ3. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში
17-18°C, ზამთრობით
თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია.
ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
|