მარჯანი
მარჯანი,
მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ბინადრობს ევროპაში, აზიასა, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 2-6 (ჩვეულებრივ 2-4)
კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. საქართველოში მარჯანი აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერში და ოქტომბერში მიფრინავს. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით, რომელთაც ჰაერში იჭერს. მარჯანს წვრთნიან ფრინველებზე სანადიროდ.
|