სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26 » მერცხალა სოკო, გველის სოკო
16:00 მერცხალა სოკო, გველის სოკო |

მერცხალა სოკო, გველის სოკო
ქუდიანი
სოკო კოპრინუსისებრთა
ოჯახისა. მერცხალა სოკოს თეთრ ქუდს ჯერ ცილინდრის ფორმა აქვს, შემდეგ კი რამდენადმე გაშლილია (სიგრძე 4-10 სმ, სიგანე 3-6 სმ), ზედაპირი დაფარულია ქერცლებით. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ - ვარდისფერი, მომწიფებისას — შავი. ფეხი თეთრია და ძირში გამსხვილებული, აქვს მოძრავი საყელო. მომწიფებისას ქუდი ფირფიტებთან ერთად ლღვება — იშლება შავ სითხედ (ძველად მას მელნად ხმარობდნენ). საჭმელად იხმარება ნორჩი. იზრდება მთელი წლის მანძილზე ბაღებში, ბოსტნებში, დანაგვიანებულ და ნაკელიან ადგილებზე.
|
კატეგორია: სოკოები |
ნანახია: 2536 |
დაამატა: gio
| ტეგები: გველის სოკო, მერცხალა სოკო
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|