პარასკევი, 29.03.2024, 01:01მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მგელი
15:38
მგელი

მგელი


მგელი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი. სხეულის სიგრძე 105-160 სმ, კუდის 35-52 სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები, მამრების სხეულის წონა 34-65 კგ. მდერდების 30-42 კგ. ბეწვი უხეშია, მურა-რუხი, ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი. ბეწვის შეფერილობის სეზონი ცვალებადობა უმნიშვნელობა.
გავრცელებულია. ევროპა, აზია. ჩრდილო ამერიკა. დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე და ალპურ ზონაში, ძალიან მოზრდილი ცხოველია. ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს, ხოლო გაზაფხულზე ადგილს ინაცვლებს საზაფხულო საძოვრებისაკენ. ბუნაგს იკეთებს ყოველთვის წყლის ახლოს ყრუ ადგილებში ბუჩქებით დაფარულ ხევში ა.შ. ერთი და იგივე ბუნაგს იყენებს მრავალი წლის განმავლობაში კლდის ქვეშ, კლდის ნაპრალებში, მღვიმეებში და მხოლოდ ყველა ლეკვის დაღუპვის შემთხვევაში იცვლის ადგილსამყოფელს. ზოგჯერ იყენებენ სხვა ნადირის ბუნაგს ან სოროს. ბუნაგში იმყოფება მხოლოდ ლეკვების აღზრდის პერიოდში, დანარჩენ დროს დაძრწის თავის სამონადირეო უბანზე. ნადირობს ჩვეულებრივად ღამით, ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაირბინოს 25-40 კილომეტრი, ნადირობს მიპარვით ან თავშესაფრებული, ძლიერი ამტანია და ცბიერი. ზამტარში დიდი თოვლის დროს ნადირობს ხროვებად. იკვებება ძირითადად გარეული და შინაური ჩლიქოსნებით, კურდღლებით, მღრნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ ქვეწარმავლებით, ჭამს მძორსაც. გამრავლების უნარი უნვითარდება 2-3 წლის ასაკში. მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში. მაკეობის ხანგრძლივობა 62-65 დღეა, მდედრი შობს 3-5 თვალებაუხელელ ნაშიერს და პირველი 2 თვის განმავლობაში აწოვებს რძეს, ხოლო შემდეგ კვებავს ხორცით. შემოდგომაზე ლეკვები ტოვებენ ბუნაგს და მშობლებთან ერთად იწყებენ ნადირობას. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-16 წელია.
დიდი ზარალი მოაქვს სანადირო ცხოველებისა და შინაური პირუტყვის მოსპობით. ცოფის ვირუსის მატარებელია. ბეწვი მდარე ხარისხისაა.
მგლის მოსაპოვებლად საჭიროა 9-12-16 კეკლიანი ტყვია ან მრგვალი ტყვია და იაკანი. ნადირობა აკრძალულია.
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2596 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი