მგლის სოკო
ქუდიანი
სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რომლის დიამეტრია 3-6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რომელიც მალევე ქრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი. ფეხი თეთრია, იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე ჯგუფებად, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, აგრეთვე ნაკელიან ადგილებზე. იჭმება ნორჩი.
|