მინდვრის სოკო
მინდვრის
სოკო ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა
ოჯახისაა.
ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია,
სქელრბილობიანი,
ღია ან მუქი ნაცრისფერი. თავდაპირველად მშრალი ფიფქოვანი ზედაპირი აქვს, შემდეგ კი — შიშველი. ფირფიტები მოთეთროა, შეზრდილია ან ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი. აქვს თეთრი ფეხი, რომელიც ძირში ბოლქვივითაა გამსხვივებული. იზრდება ტყის მდელოებზე, მინდვრებსა და საძოვრებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი.
|