მტაცებელი ფრინველების კვება
ფრინველები (შევარდენი და შევარდნისებრი, მიმინო, ქორი, არწივი და
...) აუცილებელია ვკვებოთ უმი ხორცით, სასურველია ახალი, თუმცა შეიძლება მივცეთ
გაყინული ხორციც (ოღონდ აუცილებლად გადნობისა და ნორმალურ ტემპერატურამდე გათბობის
შემდეგ). საკვებად ვარგისია ყველანაირი ფრინველისა და ცხოველის უმი ხორცი. დაგეშვის
ანუ გაწვრთნის პერიოდში მტაცებელი აუცილებელია ვკვებოთ უცხიმო ანუ მჭლე ხორცით, რადგანაც
მტაცებელს რომელსაც მიღებული აქვს ქონიანი საკვები, გაშვების შემდეგ უჭირს ან არ
სურს ხელზე მოსვლა. დაგეშვის დროს საუკეთესოა ფრინველის ხორცი. შესაძლებელი
საქონლის მჭლე ხორციც, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც კვირაში 2-3 ჯერ ფრინველის ხორცი
აუცილებელია (ამ დროს სასურველია, ფრინველის ბუმბულიც თუ შეყვება ხორცთან ერთად). ხორცის
გარდა მტაცებლები შეიძლება ვკვებოთ მოხარშული კვერცხით და ასევე შეიძლება ჭყინტი
ყველიც. ოღონდ ყველა ის საკვები რომელსაც მივცემთ მტაცებელს უნდა იყოს აბსოლიტურად
უმარილო. დაიმახსოვრეთ!!! ხორცს, სანამ მტაცებლის საკვებად გამოვიყენებთ,
აუცილებად უნდა გავავლოთ წყალი. ასევე მტაცებლის კვების დროს აუცილებელია ხელები
გვქონდეს სუფთა, რათა მარილის გარდა საკვებს არ შეყვეს ნიკოტინი(თუთუნი).
წყალი მიმინოს თასით სულ უნდა ედგას. თასი უნდა იყოს ისეთი, რომ
მიმინო თავისუფლად ჩაჯდეს და წყალი დალიოს და დაიბანოს (დაბანის დროს მიმინო
ბუმბულს ჭუჭყს აშორებს და დაზიანებულ ბუმბულს ისწორებს). წყალი თასში უნდა
ჩავასხათ დაახლოებით 3-4 თითის დადებაზე, არც ცოტა და არც მეტი (მიმინო რომ არ
დაიხრჩოს). წყალი რეგულარულად უნდა ვცვალოთ და ყურადღება მივაქციოთ რომ არ იყოს
ქლორიანი (თუ ქალაქში ონკანიდან ვიღებთ წყალს, სასურველია 2 საათის დაყენებული
წყალი უნდა იყოს, რათა ქლორმა მოსწროს განეიტრალება), მარილიანი და სხვა რამით
დაბინძურებული.
წყარო: bazieri.ge
|