მთის არწივი
მთის
არწივი ბინადრობს ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. სიგრძე 95 სმ. ფრთების შლილი 2 მ-მდე. ბუდობს ხეებსა და კლდეებზე, დედალი დებს 12 კვერცხს. მთის არწივები ქმნიან მუდმივ წყვილებს, კონსერვატიზმს იჩენენ ბუდის მიმართ, რომელიც ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს. იკვებებიან მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით,
მწერებით.
შუა აზიაში მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ მელიებზე, კურდღლებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა - სამხრეთევროპული
მთის არწივი.
|