სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მთიური ბრუცა
|
მთიური ბრუცა
ეკუთვნის ბრუცების ოჯახს, უფრო პატარაა , ვიდრე გიგანტური და ჩვეულებრივი ბრუცები. სხეულის სიგრძე აღწევს 230 მმ –ს, ტერფისა 28 მმ, ზურგის მხარე შეფერილია მოვერცხლისფრო მუქად. გავრცელებულია შუა ევროპის სამხრეთით, მოლდავეთი და მასთან მიმდებარე უკრაინის ნაწილი, მცირე აზია, ამიერკავკასია, საქართველოში ახალქალაქის, ასპინძისა და წალკის რაიონები. მთის ველების ტიპიური, სახლდება ჩვეულებრივ მთების ფერდობებზე. ხშირად გვხვდება თავთავიანი კულტურების, ჭარხლისა და კარტოფილის ნათესებში. იკვებება ფესვებით, ფესურებით, ბოლქვებით, ტუბერებით, ჭამს მცენარის მიწისზედა ნაწილებსაც. მრავლდება წელიადში ერთჯერ, მარტიდან–ივნისამდე, შობს 2 –4 ნაშიერს. სოროების თხრისას აზიანებს მცენარეთა მიწის ქვეშა ნაწილებს, ხოლო ამ დროს მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მიწის გროვები ხელს უშლიან თივის აღებასა და სხვა სამუშაოთა შესრულებას. აგროვებს საკვების დიდ მარაგს. მაგალითად: მიწისქვეშა საკუჭნაოში გვხვდება 10– 15კგ მომარაგებული კარტოფილი და ჭარხალი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბრუცა მნიშვნელოვან ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. ბეწვის მდარე ხარისხის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
|
კატეგორია: ცხოველები |
ნანახია: 1762 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|