შაბათი, 23.11.2024, 15:30მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » მწყერი
18:39
მწყერი

მწყერი


მწყერი ერთი იმ გადამფრენი ფრინველთაგანია, რომელიც ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს, ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევსა და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები.მწყერი პირველ ხანებში მწერებით ხოლო შემდეგ მარცვლეული კულტურებით იკვებება.
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენად და დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზაზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემაართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ.
მწყერზე ნადირობა დასავლეთ საქართველოს არაზღვისპირა რაიონებში შემოდგომაზეც შეიძლება, ვინაიდან აქ მწყერი არ ბუდობს და თავს იყრის მხოლოდ გადაფრენისას გზად გაივლის დროს.
მწყერზე ნადირობენ თოფით და მეძებარი ძაღლით. აფხაზეთსა და გურიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით.
მწყერის მოსაკლავად ხმარობენ წვრილ - 10,11, 12 ნომერ საფანტს.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2146 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი