მცირე ბატისანი
მცირე
ბატისანი ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. გვხდება ჩ. – დ. აფრიკასა და ეგვიპტეში.
საქართველოს
ფარგლებში
მცირე ბატისანი ცნობილია ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში როგორც მოზამთრე ფორმა. მეტი რაოდენობით გვხდება მიმოფრენისას. შესაძლებელია ზამთრობდეს შავი ზღვის სანაპიროზე.
მცირე
ბატისანი ბინადრობს მდინარეთა და ტბების სანაპიროზე, რომლებივ მეტწილად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში. მაისში დებს 8 – 11 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 30 დღემდე. საკვებს შეადგენენ მწერების მატლები, ლოკოკინები, მცირე ზომის კიბოსნაირები, ჭიები, იშვიათად – თევზის ლიფსიტები.
მცირე
ბატისანი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს, სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
წყარო:
monadire.com
|