მცირე მურტალა
მცირე
მურტალა მოიპოვება ევროპაში, აზიის უდიდეს ნაწილში, აფრიკაში, ავსტრალიაში.
საქართველოს
ფარგლებში
მცირე მურტალა გვხდება როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.
მცირე
მურტალა ბინადრობს ზღვების, ტბებისა და მდინარეთა მიდამოებში, ბუდეს იკეთებს მიწაზე წყალსატევების სანაპიროებზე. მაისში დებს 4 – 5 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 21 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საკვებს შეადგენენ თევზები, რომელთაც იჭერს ყვინთვით. გარდა ამისა ჭამს კიბოსნაირებს, მწერებს, განსაკუთრებით მათ მატლებს, ჭჳებს, რბილსხეულიანებს,
რიგ შემთხვევაში მცენარეულობასაც.
ცნობილია
მცირე მურატალას 12 ქვესახე რომელთაგან საქართვლოში მოიპოვება თეთრფრთება მცირე მურტალა –
Colymbus ruficollis capensis.
წყარო:
monadire.com
|