მუდი
მუდი
ეს ძალზე იშვიათი ჯიში წარმოიქმნა სპონტანურად სულ რაღაც ასი წლის წინ უნგრეთის ტერიტორიაზე. თავისი უნივერსალურობის
მიუხედავად,
სამშობლოში
მუდი არასოდეს სარგებლობდა პოპულარობით, რადგანაც მის გამოჩენამდე ათასწლეულის წინ უნგრეთში უკვე არსებობდა ორი პოპულარული ჯიში–კომანდორი და პული. მაგრამ მოყვარულები ამბობენ, რომ ის, ვინც ერთხელ მოიყვანს სახლში მუდის, აღარასოდეს უღალატებს ამ ჯიშს.
მუდი
კომპაქტურად
აწყობილი ძაღლია. იგი პულიზე უფრო მძიმე და მაღალია.
სიმაღლე
მინდაოში:
35–47 სმ.
წონა:
8–13 კგ. ამ ჯიშის თავი წაგრძელებულია, შავი წვეტიანი ცხვირით, კუნთოვანი ყბებითა და მაკრატელისებური
თანკბილვით.
თვალები ოვალურია, მუქი ყავისფერი, ყურები–სწორად მდგომი, V–ფორმის, მაღლა დასმული. მუდის აქვს ღრმა მკერდი, მოკლე და სწორი ზურგი, მოკლე ან მოჭრილიკუდი. დრუნჩზე არსებული ბეწვი–მოკლეა, გარშემოზრდილობა
ჩნდება ყურებთან და მთელი სხეული დაფარულია საშუალო სიგრძის (5 სმ) ტალღოვანი ბეწვით. შეფერილობა: ღრმა შავი, თეთრი, ჭრელი, „პეპოტა".
ხასიათი:
მუდი არაჩვეულებრივად
ჭკვიანია,
ერთგული, უშიშარი, უყვარს ნებისმიერი სამუშაო. იგი მწყემსიცაა და დარაჯიც, მარტო უმკლავდება ნახირს, არ საჭიროებს არავის დახმარებას. ამის გარდა, მუდი მშვენიერი მონადირეა, დამხმარე და ოჯახის კომპანიონი. ძაღლა არ ეშინია არაფრის და არავისი, ბრძოლას იწყებს გარეულ ტახთან და მალევე გამოდის გამარჯვებულის როლში. ამ იშვიათი ჯიშის მოყვარულები ამბობენ, რომ „რა იშვიათადაც არ უნდა შეგხვდეს მუდი, ცუდი ხასიათი მას კიდევ უფრო იშვიათად აქვს".
მუდი
არაჩვეულებრივად
უნივერსალური
ძაღლია. მას შეუძლია ნებისმიერი, მათ შორის კამეჩების ნახირთა მწყემსვა, ეს ძაღლი პირადი მცველია, გარეულ ცხოვერებზე მონადირე, თაგვებისა და ვირთხების მომსპობი. მუდი ძალიან ჭკვიანი და კეთილმოსურნეა ოჯახისადმი. ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს სიამოვნებით და ხასიათდება თვითსწავლებით. მუდის უნარების ჩამონათვალი უსასრულოა. უნივერსალურობა და შესანიშნავი ხასიათი საშუალებას აძლევს ამ ძაღლს დაიკავოს ერთ–ერთი უმაღლესი ადგილი ძაღლების იერარქიაში.
|