ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:53მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მურა დათვი
15:18
მურა დათვი

მურა დათვი


მურა დათვი ეკუთვნის დათვების ოჯახს, საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: კავკასიური მურა დათვი და სირიული მურა დათვი. სხეული მასიურია, სიგრძით 2 მეტრია, წონა 300 კგ. თავი განიერია, კისერი მსხვილი და მოკლე, ყურები შედარებით პატარაა დამგრვალებული, თვალები პატარა, კუდი მოკლე, ფეხები ძლიერია და მასიური. ხუთთითიანია და აღწერილია მუქი ყავისფერი მოღუნული ბრჭყალებით, ბეწვის შეფერილობა მურა-ყავისფერია. სირიული ქვესახეობა ხასიათდება სხეულის უფრო ბაცი, მოყვითალო შეფერილობით და ღია ფერის ბრჭყალებით.
გავრცელებულია: ევროპა, აზია (ტროპიკების გარდა), ჩრდილოეთ ამერიკა. საქართველოში დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთები, თრიალეთის, ქართ-იმერეთის, გურია-აჭარის, აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის ქედებსა და მათ განშტოებებზე. გვხვდება ზღვის დონიდან 4000მ სიმაღლეზე. მთისა და ჭალის ტყეების ბინადარია. გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში ცხოვრობს ტყის ზემო სარტყელში და სუბალპურში, აგვისტოში გვხვდება ალპურ მდელოებზეც. შემოდგომაზე ველური ხილის მომწიფებასთან დაკავშირებით, დათვები თავს იყრიან ტყის ქვედა სარტყელში. ბუნაგს იკეთებს მღვიმეებში, კლდეთა ნაპრალებში და სხვა ბუნებრივ თავშესაფარ ადგილებში.
იკვებება მრავალგვარი მცენარეული და ცხოველური წარმოების საკვებით, არ თაკილობს მძორის ჭამასაც. ხშირად აზიანებს სიმინდისა და ხორბლის ნათესებს, აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში, თუმხა ადამიანის საცხოვრებლის ახლოს საკვების მოსაპოვებლად გამოდის ღამით.
საქართველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს ეძლევა მხოლოდ განსაკუთრებულად ცივსა და თოვლიან ზამთარში, ჩვეულებრივ არ იძინებს მთელი ზამთრის განმავლობაში.
მძუნაობა ეწყება ივნისში. მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვემდეა, მდედრი შობს 1-2, იშვიათად 4 თვალებაუხელელ ნაშიერს, რომლებსაც თვალები ეხილებათ 30 დღის შემდეგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წლამდეა.
იძლევა ტყავს და ხორცს, ბეწვი უხეშია, ტყავს იყენებენ ქურქების შესაკერად და იატაკზე დასაფენად. ზოგან მოაქვს ზარალი სიმინდისა და სხვა ნათესების დაზიანებით და შინაურ პირუტყვზე თავდასხმით.
დათვის მოსანადირებლად საჭიროა იაკანით ან მრგვალი ტყვიით დატენილი სანადირო თოფი ან მსხვილკალიბრიანი შაშხანა. დათვზე ნადირობა აკრძალულია.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 6415 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი