ნაბადასოკო
ქუდიანი
სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ვარდისფერია, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ჩაღრმავებული. ზედაპირი დაფარულია მატყლისებრი ბოჭკოებით, კიდეები შეკეცილია, უფრო ღია ფერისაა და ბუსუსიანი, აქვს წითელი კონცენტრული ზოლები. ფირფიტები თეთრი ან მოვარდისფროა. ფეხი მეტწილად ქუდის ფერია. დაზიანებისას გამოყოფს თეთრ, ძალიან ცხარე წვენს. უფრო არყნარში იზრდება ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული. საჭმელად იხმარება დამწნილებული.
|